ახალი ამბები
ზესტაფონში უხვი ნალექის გამო გზა ჩაინგრა
FaceBook
ზესტაფონში უხვი ნალექის გამო, ჩხეიძის ქუჩაზე, ხიდის მიმდებარედ არსებული გზა ჩაინგრა.

ქალაქში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და გზის ნაწილი წაიღო. ადგილობრივების თქმით, ჩხეიძის ქუჩაზე გზა რამდენჯერმე შეკეთდა, თუმცა, უხარისხოდ.
ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, უხვმა ნალექმა სხვა ინფრასტრუქტურაც დააზიანა. დაზიანდა სანიაღვრე არხები და საყრდენი კედლები.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
Print