ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 129-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +120]

ტანკი – 1 582 ერთეული [+5]

ჯავშანტექნიკა – 3 737 ერთეული [+1]

საარტილერიო სისტემა – 800 ერთეული [+4]

MLRS – 246 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105 ერთეული [+0]

თვითმფრინავი – 217 ერთეული

ვერტმფრენი – 186 ერთეული [+1]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 653 ერთეული [+8]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 144 ერთეული [+1]

გემი/ნავი – 15 ერთეული

მანქანები და საწვავის ავზები – 2 614 ერთეული [+4]

სპეცტექნიკა – 61 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

226 თვითმფრინავი

134 ვერტმფრენი

1 411 უპილოტო საფრენი აპარატი

353 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

699 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 067 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

3 948 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 129 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print