ახალი ამბები
ქუთაისში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
FaceBook
ქუთაისში ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ქუთაისიპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ქუთაისში ფემიციდის შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მოკლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოფილ ცოლ-ქმარს კონფლიქტი საერთო შვილის გამო ჰქონდა.
Print
თეგები: #ფემიციდი