ახალი ამბები
იუნესკომ „ბორშჩი“ უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა
FaceBook
კომბოსტოს წვნიანი "ბორშჩი", რომელზეც რუსეთსაც აქვს პრეტენზია, როგორც მისი ეროვნული კერძი, იუნესკომ უკრაინის კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.

იუნესკომ ეს გადაწყვეტილება 1 ივლისს მიიღო.

"ბორშჩის ომში გამარჯვება ჩვენ გვეკუთვნის," - დაწერა უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ მის ფეისბუკ გვერდზე.

მინისტრს მიაჩნია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს ორივე ომში, "ბორშჩის ომშიც და ამ ომშიც".

"ბორშჩისთვის ბრძოლა ომამდე დაიწყო და რამდენიც არ უნდა იძახოს მაშა ზახაროვამ, რომ ჩვენი ბორში "ექსტრემიზმის და ნაციზმის გამოვლინებაა", ეს "ექსტრემიზმის მანიფესტაციაა". ბორშჩი ახლა ოფიციალურად უკრაინულია და ამჟამად იუნესკოს დაცვის ქვეშაა", - ამბობს მინისტრი.

ბორშჩი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და შუა ევროპაში, ასევე მის გარეთ გავრცელებული კომბოსტოსა და ჭარხლის წვნიანია.

Print