ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 128-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 1 ივლისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]

ტანკი – 1 577 ერთეული [+4]

ჯავშანტექნიკა – 3 736 ერთეული [+10]

საარტილერიო სისტემა – 796 ერთეული [+6]

MLRS – 246 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105 ერთეული [+1]

თვითმფრინავი – 217 ერთეული

ვერტმფრენი – 186 ერთეული [+1]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 645 ერთეული [+5]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 143 ერთეული

გემი/ნავი – 15 ერთეული [+1]

მანქანები და საწვავის ავზები – 2 610 ერთეული [+8]

სპეცტექნიკა – 61 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

224 თვითმფრინავი

134 ვერტმფრენი

1 400 უპილოტო საფრენი აპარატი

353 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 859 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

698 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

3 059 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

3 916 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 128 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print