ახალი ამბები
უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე 20 000-მდე საქმეა აღძრული
FaceBook
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, 20 000-მდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.


"დღეს სამართალდამცავი უწყებები, ეროვნული პოლიცია პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა განყოფილებებთან ერთად, მუშაობენ იმ დანაშაულების დოკუმენტირებაზე, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე. ეროვნული პოლიციის მიერ უკვე აღძრულია 20 000-მდე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის მასშტაბით. საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე", - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინა პავლიჩენკომ.

მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულები მოიცავს სექსუალური ძალადობის ფაქტებსაც.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტები კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის, ბავშვებს, ანადგურებენ საცხოვრებელ სახლებს.
Print