ახალი ამბები
ოდესაში სარაკეტო თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა
FaceBook
ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილია 17 ადამიანი. უწყების ცნობით, მაშველებმა 14 ადამიანის ცხედარი 9-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, 3 ადამიანი კი რეკრეაციულ ცენტრზე მომხდარი თავდასხმის დროს დაიღუპა.

რაც შეეხება დაშავებულებს, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაზიანდა 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია.


უკრაინაში 128 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print