ახალი ამბები
ბელგია რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს
FaceBook
ბელგია უარს ამბობს  "რუსი ტურისტის"  მიღებაზე.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები 1 ივლისიდან დაკარგავენ ამ ქვეყანაში ტურისტული და სხვა მოკლევადიანი ვიზების გაცემის შესაძლებლობას.

ამის შესახებ სავიზო ცენტრების ოპერატორი VFS-ის ვებგვერდი იტყობინება. 

ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის სავიზო ცენტრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან განაცხადებს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში მიიღებს. რუსებს შეეძლებათ სამუშაო და სტუდენტური ვიზების მიღება, ასევე ბელგიაში ოჯახების გაერთიანების მიზნით ვიზიტის ნებართვა.

ბელგიის საელჩოში ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერების მიზეზებზე ჯერჯერობით არ ლაპარაკობენ. როდის შეძლებენ რუსები ამ ქვეყანაში ხელახლა შესვლის ნებართვის მიღებას, ასევე გაურკვეველი რჩება.

რეგულაცია 1 ივლისიდან ამოქმედდება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა მანამდე საბერძნეთმაც შეაჩერა. 


Print