პოლიტიკა
რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
FaceBook
მიკოლაევში დღეს დილით ძლიერი აფეთქებები მოხდა. რუსი ოკუპანტები მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაესხნენ თავს,
- ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა „ტელეგრამში“ განაცხადა.

„დილით მიკოლაევში ძლიერი აფეთქებები გაისმა. მაშველები და ექიმები უკვე გაემართნენ ადგილებზე“, - აღნიშნა მერმა.

მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.

ამასთან, მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ მიკოლაევში მაღალსართულიან კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არის 3 დაჭრილი, 2 გარდაცვლილი. დაშავებულია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელიც“, - განაცხადა კიმმა.




Print