ახალი ამბები
წულუკიანის უწყება, ვატიკანში გამართულ კონცერტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სალომე ზურაბიშვილს არ ახსენებს
FaceBook
კულტურის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სადაც ვატიკანში, სიქსტის კაპელაში ქართველი მგალობლების მიერ გამართული კონცერტის შესახებ იუწყებიან, საქართველოს პრეზიდენტი არსად არ არის ნახსენები - არც კონცერტის მხარდამჭერთა და არც დამსწრეთა ჩამონათვალში. 



კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, სიქსტის კაპელაში ქართველი მგალობლების კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. 

ინფორმაციაში ისიც არის აღნიშნული, რომ ისტორიულ მოვლენას საფუძველი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით ჩაეყარა. თუმცა არსაც ახსენებენ სალომე ზურაბიშვილს.

არადა ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გასულ წელს რომის პაპთან ვიზიტისას დაიგეგმა ეს შეხვედრა. 

"შარშან, როდესაც წმინდა საყდარს ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრე, მის უწმინდესობა პაპთან შეხვედრისას ვისაუბრეთ დღევანდელი ლამაზი საღამოს დაგეგმვის შესახებ, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად".

სამების საკათედრო ტაძარში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს საპატრიარქო გუნდმა, მონაწილეობდნენ ასევე სოლისტები. 

ამ კონცერტს ისტორიული ეწოდა.
Print