ახალი ამბები
„ობლები“ - მესხიშვილში თერჯოლის თეატრის სპექტაკლი გაიმართება
FaceBook
ფესტივალის "თეატრალური იმერეთი 2022" გრძელდება.
ფესტივალის დაწყებიდან მე 12 დღეს მესხიშვილის თეატრში თერჯოლის თეატრის სპექტაკლი "ობლები" გაიმართება. დენის კელის პიესის ინსცენირება რეჟისორ მამუკა ცერცვაძეს ეკუთვნის.

სპექტაკლი 18:30-ზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

მომდევნო დღეებში კიდევ ორ სპექტაკლს წარმოადგენენ.

პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ფესტივალის დახურვის ცერემონიალი პირველ ივლისს მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

ფესტივალი საკონკურსოა, ჰყავს ჟიური, რომელიც ფესტივალის პრიზიორებს დახურვის დღეს გამოაცხადებს.


Print