ახალი ამბები
რუსეთმა უკრაინის დასაბომბად ბელარუსის საჰაერო სივრცე გამოიყენა
FaceBook
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსის საჰაერო სივრცე უკრაინის დასაბომბად გამოიყენა.
უწყების ინფორმაციით, 24-26 ივნისს, ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინაში შორსმოქმედი რაკეტების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა გამოიყენა.

"სავარაუდოდ, ეს არის საბჭოთა ეპოქის AS-4 KITCHEN და შედარებით თანამედროვე AS-23a KODIAK რაკეტები, რომლებიც რუსეთის ძალებმა, როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის საჰაერო სივრციდან ისროლეს
“, - აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ოკუპანტმა ქვეყანამ ბრძოლის ველზე ექვსი სხვადასხვა არმიის ელემენტები გამოიყენა, მაგრამ ტექნიკურ წარმატებას სევეროდონეცკთან მიაღწია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, დღეის მდგომარეობით, რუსეთის არმიის საბრძოლო ეფექტიანობა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია და ეს მდგომარეობა, სავარაუდოდ, არც მომავალში შეიცვლება.

უკრაინაში 125 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print