ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 125 - ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 35 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]

ტანკი – 1 567 ერთეული [+15];

ჯავშანტექნიკა – 3 704 ერთეული [+17];

საარტილერიო სისტემა – 778 ერთეული [+7];

MLRS – 243 ერთეული [+0];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 102 ერთეული [+1];

თვითმფრინავი – 217 ერთეული [+0];

ვერტმფრენი – 185 ერთეული [+1];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 636 ერთეული [+0];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 139 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 14 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 589 ერთეული [+14];

სპეცტექნიკა – 61 ერთეული [+1];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

215 თვითმფრინავი;

132 ვერტმფრენი;

1 373 უპილოტო საფრენი აპარატი;

350 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 830 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

684 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

3 025 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

3 870 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 125 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print