ახალი ამბები
ბოლო ასი წლის განმავლობაში, პირველად, რუსეთმა დეფოლტი განიცადა
FaceBook
რუსეთმა დეფოლტი (აღებული ვალების ვერ - ან არდაბრუნება) განიცადა.

ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.

27 ივნისის დადგომისთანავე ამოიწურა საშეღავათო პერიოდი, როცა რუსეთს სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელი მფლობელებისთვის უნდა გადაეხადა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ვალი, რაც ვერ შეძლო.

გაზეთის ცნობით, რუსეთის მიერ დეფოლტის განცხადება დასავლური სანქციების კულმინაცია გახდა. მათ რუსეთს უცხოელი კრედიტორებისთვის გადახდის გზები გადაუკეტეს.

უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის შესაბამის მომსახურებაზე უარი თქვა ბრიტანულმა Citibank-მა, რის შემდეგაც რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ეს ფუნქცია გადასცა ეროვნულ დეპოზიტარს და განაცხადა, რომ მის ანგარიშზე თანხები გადარიცხა და ვალდებულება შეასრულა. თუმცა, დეპოზიტარი ევროკავშირის სანქციების მეექვსზე პაკეტში აღმოჩნდა. 

როგორცBloomberg-ი წერს, საგარეო ვალის დეფოლტს ჯერჯერობით უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად მწვავე შიდა პრობლემებს, ორნიშნა ინფლაციას და ბოლო წლებში ქვეყნის ყველაზე მძიმე ეკონომიკურ ვარდნას განიცდიან.

დეფოლტი უკანასკნელად რუსეთში1918 წელს მოხდა.
Print