ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
ამინდის მოკლევადიანი პროგნოზის ხელმძღვანელის დოდო გვაზავას თქმით, ორშაბათს 27 ივნისს იქროლებს დასავლეთით მქროლავი ქარი.

28-29 ივნისს მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-30 0იქნება.

30 ივნისს მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა.

1-2 ივლისს ჰაერის ტემპერატურა 22 0მდე დაიკლებს.

კვირის უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
Print