ახალი ამბები
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 339 ბავშვი დაიღუპა
FaceBook
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 339 და დაშავდა 614 ბავშვი.
ინფორმაციას უკრაინული მედია, ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება.

ოკუპანტი ქვეყნის სამხედროების უკრაინაში შეჭრის შედეგად დაზიანდა 2 028 სასწავლო დაწესებულება, ხოლო სრულად განადგურდა 209.

უკრაინაში 124 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.



Print