ახალი ამბები
"ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ევროპაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ ჩვენ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი აქვს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა, ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში, იმ ფონზე, როცა რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად, უკრაინის ომის ფონზე, ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი წელს, იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარია გამყარებული. ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა", - განაცხადა პრემიერმა.

მან ოპოზიციას კიდევ ერთხელ უწოდა დესტრუქციული ძალა და თქვა, რომ მათ არ მისცემს უფლებას ეს პოზიტიური დინამიკა შეაფერხონ.
Print