პოლიტიკა
“დიდი შვიდეულის“ ლიდერები გლობალური ეკონომიკური კრიზისით შეშფოთებულები არიან
FaceBook
დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეშფოთებულები არიან მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისით, რადგან ზრდა შენელებულია და ინფლაცია იზრდება,
- Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა “დიდი შვიდეულის“ გერმანიაში მიმდინარე სამიტზე განაცხადა.

„ყველა წევრი შეშფოთებულია იმ გლობალური კრიზისით, რომელსაც ვუპირისპირდებით - ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაცემა, ინფლაციის ზრდა, ნედლეულის დეფიციტი, მიწოდების შეფერხება - ეს არ არის პატარა გამოწვევები“, - აღნიშნა შოლცმა.

„დიდი შვიდეულის“ სამდღიანი სამიტი  26 ივნისს გერმანიაში, ბავარიის ალპებში, გარმიშ-პარტენკირხენის რაიონში მდებარე ელმაუს ციხესიმაგრეში გაიხსნა.

interpressnews
Print