ახალი ამბები
ამერიკის კონგრესი უკრაინაში რუსების ქმედებას გენოციდად შეფასებას გეგმავს
FaceBook
ამერიკელი კონგრესმენების ორპარტიულმა ჯგუფმა წარმოადგინა რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ქმედებას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს ახასიათებს როგორც გენოციდს. რეზოლუციის შინაარსის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.

რეზოლუციაში უკრაინის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების მხეცობაზეა საუბარი: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, სამშობიარო სახლებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე მიტანილი პირდაპირი იერიშები და ასევე იძულებითი დეპორტაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიასა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რეზოლიციის თანახმად, ეს მოქმედებები შეესაბამება გენოციდის კრიტერიუმებს.

მაისის ბოლოსთვის რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ გენოციდად 6-მა ქვეყნამ აღიარა, მათ შორის ესტონეთი, ლატვია, კანადა, პოლონეთი, ლიეტუვა და ჩეხეთია, ივნისის დასაწყისში კი მათ ირლანდია შეუერთდა.
Print