ახალი ამბები
გერმანიაში "დიდი შვიდეულის" ლიდერები შეიკრიბებიან
FaceBook
“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან,  სადაც უკრაინაში არსებული ვითარება, ენერგეტიკის დეფიციტი და სასურსათო კრიზისი განხილვის მთავარი თემები იქნება.

მედიის ცნობით, ლიდერები, სავარაუდოდ, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი ფრონტის ჩვენებასა და კრემლზე ზეწოლის გაზრდას შეეცდებიან.

თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ წერს, მათ სურთ თავიდან აირიდონ ისეთი სანქციები, რომლებმაც შესაძლოა ინფლაცია გამოიწვიოს და ცხოვრების ხარჯების გლობალური კრიზისი გააძლიეროს.

გერმანიის სამთავრობო წყაროს ცნობით, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ლიდერებს "ნამდვილად კონსტრუქციული" საუბრები ჰქონდათ რუსული ნავთობის იმპორტის შესაძლო ფასის ლიმიტის შესახებ.


Print