ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს
FaceBook
უკრაინაში, რუსი ოკუპანტის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი, ალუდა ზვიადაური სამშობლოში ჩამოასვენეს.

გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ.

გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლი ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენეს, 27 ივნისს კი მას მშობლიურ სოფელში, გომბორში გადაასვენებენ და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

42 წლის ალუდა ზვიადაური 18 ივნისს, ლისიჩანსკში დაიღუპა.

რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 16 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინაში, უკრაინისა და საქართველოს საერთო მტრის - რუსეთის წინააღმდეგ, ასობით ქართველი მოხალისის სტატუსით იბრძვის.
Print