ახალი ამბები
ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2022“ დღეს ორ სპექტაკლს წარმოადგენენ
FaceBook
ქუთაისში ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2022 მეცხრე დღეა მიმდინარეობს.

ფესტივალზე უკვე წარმოადგინეს 10 სპექტაკლი, როგორც ადგილობრივმა ისე უცხოურმა დასებმა.

25 ივნისს მესხიშვილის თეატრის სცენა ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლს "ქარი ქრის ევრხვებში" (ჟერალდ სიბლეირასის პიესის მიხედვით ) უმასპინძლებს.

ამავე დღეს თოჯინების თეატრში საფესტივალო სპექტაკლი "ფიფქია და შვიდი ჯუჯა"(რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი) გაიმართება.

მომდევნო დღეებში ფესტივალი კიდევ ხუთ სპექტაკლს უმასპინძლებს.

პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ფესტივალის დახურვის ცერემონიალი პირველ ივლისს მესხიშვილის თეატრში გაიმართება.

ფესტივალი საკონკურსოა, ჰყავს ჟიური, რომელიც ფესტივალის პრიზიორებს დახურვის დღეს გამოაცხადებს.

სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.


ფოტო: მესხიშვილის თეატრი, სცენა სპექტაკლიდან "ქარი ქრის ვერხვებში"
Print