ახალი ამბები
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა
FaceBook
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა, რომელიც თითქმის 50 წლის განმავლობაში მოქმედებდა.

საუბარია აშშ-ის უზენაესი სასამართლოს1973 წლის გადაწყვეტილებაზე (Roe v. Wade), რომლითაც აბორტის უფლება ფედერალური კონსტიტუციით იყო დაცული.

აღსანიშნავია, რომ აბორტის უფლება ამერიკულ საზოგადოებაში ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი განხილვებისა და დაპირისპირების საკითხია. აშშ-ის კონსერვატიული ჯგუფები, „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად, მიიჩნევენ, რომ აბორტის უფლება მნიშვნელოვნად უნდა იყოს შეზღუდული.

საქმეზე Roe v Wade აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 1973 წელს ქალებს მიანიჭა აბორტის აბსოლუტური უფლება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში და შეზღუდული უფლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შტატები თავად გადაწყვეტენ აბორტის საკითხს.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და აბორტის უფლების გაუქმებას ტრაგიკული შეცდომა უწოდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კი თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, რადგან ქალების უფლებები დაცული უნდა იყოს.
Print