ახალი ამბები
რუსეთმა ქალაქი კრივი რიჰი კვლავ დაბომბა
FaceBook
რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი კრივი რიჰი კვლავ დაბომბეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავდა 60 წლის ქალი.

"კრივი რიჰის რაიონი კვლავ ცეცხლის ქვეშაა. შიროკესა და ზელენოდოლსკის დასახლებები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ, ზელენოდოლსკში 60 წლის ქალი დაშავდა",
- განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ.

უკრაინაში 122 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print