ახალი ამბები
ქუთაისში დაზიანებული საბავშვო ატრაქციონების შესაკეთებლად 100 ათასამდე ლარი დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისის მერია დაზიანებული საბავშვო ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად რამდენიმე ტენდერს აცხადებს. 

საბავშვო ატრაქციონის შეკეთებაში, ერთ შემთხვევაში  49 389-ის (NAT220012037) და მეორე შემთხვევაში 46 892 ლარის  (NAT220012033) დახარჯვას გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,  შემდეგ მისამართზე განთავსებული ატრაქციონები შეკეთდება: ნიკეას ქუჩა N66; პეტრიწის ქუჩის მე–4 შესახვევი; რუსთაველის გამზირი N97-ი და  N120-ი; ჭავჭავაძის გამზირი N7–9–11-ი; ახალგაზრდობის მე–5 შესახვევი; გაპონოვის ქუჩაზე არსებული სკვერი; თაბუკაშვილის N201–205–ი; კლდიაშვილის ქუჩის N1; მახვილაძის ქუჩა  N17–ის მიმდებარედ; ხარებავას N6–ში

ჯამში 11 საბავშვო ატრაქციონი უნდა განახლდეს. 

ორივე შემთხვევაში  სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღე.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს 11-ივე ატრაქციონზე ერთი და იგივე ტიპის სამუშაოს ჩატარება მოუწევს: აიწონა-დაიწონა დასაჯდომის,მოდულის ქუდის, საქანელას სკამის, მბრუნავი კარუსელის, გადახურვის ქუდის,ჩამოსასრიალებლის  (H=150 სმ) და უღლის შერემონტება მოუწევთ.  


Print