ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 121-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 34 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100]

ტანკი – 1 507 ერთეული [+3];

ჯავშანტექნიკა – 3 637 ერთეული [+5];

საარტილერიო სისტემა – 759 ერთეული [+3];

MLRS – 241 ერთეული [+1];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99 ერთეული [+0];

თვითმფრინავი – 216 ერთეული [+0];

ვერტმფრენი – 183 ერთეული [+0];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 622 ერთეული [+2];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 137 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 14 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 553 ერთეული [+5];

სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+0];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

211 თვითმფრინავი;

132 ვერტმფრენი;

1 329 უპილოტო საფრენი აპარატი;

349 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 750 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

647 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

2 088 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

3 818 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 121 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print