ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 120-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 23 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 34 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]

ტანკი – 1 504 ერთეული [+8];

ჯავშანტექნიკა – 3 632 ერთეული [+18];

საარტილერიო სისტემა – 756 ერთეული [+4];

MLRS – 240 ერთეული [+1];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 99 ერთეული [+1];

თვითმფრინავი – 216 ერთეული [+0];

ვერტმფრენი – 183 ერთეული [+1];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 620 ერთეული [+6];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 137 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 14 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 548 ერთეული [+5];

სპეცტექნიკა – 60 ერთეული [+0];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

211 თვითმფრინავი;

132 ვერტმფრენი;

1 308 უპილოტო საფრენი აპარატი;

349 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 733 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

594 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

2 081 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;

3 801 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 120 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print