ახალი ამბები
რუსეთი, ესტონეთის წინააღმდეგ, "სიმულაციურ სარაკეტო შეტევებს" ახორციელებს
FaceBook
რუსეთი ახორციელებს "სიმულაციურ სარაკეტო შეტევებს", ნატოს წევრი ქვეყნის ესტონეთის წინააღმდეგ. 

ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსმა კუსტი სალმმა განაცხადა.

ინფორმაციას ფინურ მედიასაშუალება Iltalehti-ზე დაყრდნობით  the Kyiv Independent ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის მხრიდან  პროვოკაციული ქცევა გაძლიერდა ესტონეთის საზღვარზე ნატოს სამიტის წინ, რომელიც დაგეგმილია მომავალ კვირას მადრიდში.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა რუსეთის ელჩი ტალინში.

მიზეზი სუვერენული სახელმწიფოების საჰაერო სივრცის დარღვევა იყო. რუსეთის სასაზღვრო საპატრულო ვერტმფრენი 18 ივნისს ესტონეთის საჰაერო სივრცეში ორი წუთის განმავლობაში შემოფრინდა, რაც პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრა.




Print