ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისში 22 მსხვილი ობიექტი აუქციონზე უკვე გაიტანა
FaceBook
ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისში 22 მსხვილი ობიექტი აუქციონზე გაიტანა. გარდა ქუთაისისა, სამინისტრო ორ ობიექტს ყიდის წყალტუბოსა და ხონში. ჯამში, აუქციონებზე გატანილი ქონების საერთო ფასი 43 746 250 ლარია. 

მათ შორის, ყველაზე ძვირი - 10 055 000 ლარი, ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანა ღირს. რაც შეეხება ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობას, მისი გაყიდვა მანამდე ვერ მოხდება, ვიდრე საკრებულოს დეპუტატების 2/3 საკითხს მხარს არ დაუჭერს.

მათი თანხმობის შემთხვევაშიც, გადასაწყვეტი იქნება ის, თუ ვინ გაყიდის ობიექტს - ქუთაისის მერია, როგორც ქონების მესაკუთრე, თუ ეკონომიკის სამინისტრო, რომელსაც გასხვისების დასაწყებად ჯერ შენობა უნდა გადაეცეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობის გაყიდვას, დიდი ალბათობით, საკრებულოს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, რომელთა თანხმობის გარეშეც ობიექტს აუქციონზე ვერ გაიტანენ.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკის სამინისტრომ, რომელსაც მერიის ადმინისტრაციული შენობა, ქუთაისში საინვესტიციოდ მიმზიდველ 22 ობიექტთან ერთად, ერთიან პაკეტში ჰქონდა შეტანილი, აუქციონი მხოლოდ 22 ქონებაზე გამოაცხადა.

ნახეთ, გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალი:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/798326
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797943
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797954
https://www.eauction.ge/Home/EntityView/798453
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797955
https://www.eauction.ge/Home/EntityView/798305
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797952
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797945
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797940
https://www.eauction.ge/Home/EntityView/798293
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797942
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797947
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797953
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797957
https://www.eauction.ge/Home/EntityView/798290
https://www.eauction.ge/Home/EntityView/798295
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797948
https://www.eauction.ge/Home/EntityView/798297
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797951
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797944
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797956
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797950
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797949
https://www.eauction.ge/Home/EntityView/797946


ამავე თემაზე:

რა შემთხვევაში ვერ გაყიდის ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის მერიის შენობას


Print