ახალი ამბები
უკრაინაში სახლები ბუნკერით აშენდება
FaceBook
ყველა ახალი სახლი უკრაინაში ბუნკერით აშენდება.
უკრაინამ ამის შესახებ კანონპროექტი პირველი მომენით დაამტკიცა.

კანონპროექტის მიხედვით, ბომბებისგან დამცავი თავშესაფრები აფეთქების ტალღების, ქიმიური, რადიოაქტიური და ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების დაზიანებისგან მოსახლეობის დასაცავად აშენდება.

"ურბანული დაგეგმარების დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სამოქალაქო დაცვის დაგეგმილი საინჟინრო და ტექნიკური ღონისძიებების შესახებ'',- აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტის თანახმად, ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში უკრაინაში დასრულებული ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის მოწმობა არ გაიცემა.

უკრაინაში 118 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print