ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი უკრაინელი არასრულწლოვანებისთვის სავიზო წესებს ცვლის
FaceBook
დიდი ბრიტანეთი უკრაინელი არასრულწლოვანებისთვის სავიზო წესებს შეცვლის.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სავიზო წესების შეცვლა უკრაინელ მოზარდებს დიდ ბრიტანეთში შესვლას გაუმარტივებს.

ამჟამინდელი სავიზო წესის მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირებს, რომლებსაც თან მშობელი ან მეურვე არ ახლავთ, დიდ ბრიტანეთში შესვლა ეკრძალებათ.

ახალი წესის ცვლილება ასობით ლტოლვილ ბავშვსა და მოზარდს დიდ ბრიტანეთში შესვლის საშუალებას მისცემს.

უკრაინაში 117 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print