ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 117-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 33 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200] ;

ტანკი – 1 477 ერთეული [+9];

ჯავშანტექნიკა – 3 588 ერთეული [+11];

საარტილერიო სისტემა – 749 ერთეული [+4];

MLRS – 238 ერთეული [+3];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 98 ერთეული [+0];

თვითმფრინავი – 216 ერთეული [+0];

ვერტმფრენი – 181 ერთეული [+0];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 601 ერთეული [+3];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 130 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 14 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 527 ერთეული [+4];

სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+0];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

207 თვითმფრინავი;

132 ვერტმფრენი;

1 249 უპილოტო საფრენი აპარატი;

344 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 683 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

562 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

2 043 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;

3 715 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 117 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print