ახალი ამბები
"ევროპული ქუთაისი 20 ივნისისთვის" - ქუთაისში დღეს აქცია გაიმართება
FaceBook
სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი We Stand for U ქუთაისში დღეს აქციას გამართავს.
აქციაში მონაწილეობას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მოქალაქეები, მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც მიიღებენ.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს 20 ივნისს, 15 საათზე, ცენტრალურ მოედანზე გასვლისა და საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ყველა იმ ღირებულების დასაცავად, რისთვისაც ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს და ერთმანეთის გვერდით დადგეს. 20 ივნისს, "გავრილოვის ღამეს" სახელმწიფო დაუპირისპირდა მოსახლეობას ძალადობრივი გზებით, რის მიმართაც წინააღმდეგობა დღემდე აუცილებლობას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული მომავალიც ამას ითხოვს ქართველი ხალხისგან. ეროვნული ინტერესების დასაცავად საქართველოს, ევროკავშირისა და ყველა პარტნიორის სიმბოლიკებით გავერთიანდეთ ცოცხალი ჯაჭვით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 20 ივნისს, 15:00 საათზე",- წერია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორების თქმით, აქციას მეორე მიზანიც აქვს.

"მნიშვნელოვანია ქუთაისის ხმა გავაგონოთ თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს და მოვუწოდოთ ხალხს შეუერთდნენ იქ დაანონსებული აქციას".

20 ივნისს, 20 საათზე საქართველოს სხვადასხვა აქცია იგეგმება.

აქციის მიზანი ევროპული არჩევანისადმი ქართველი ხალხის ერთგულებისა და ერთიანობის ჩვენებაა.
Print