ახალი ამბები
ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირი დააკავეს
FaceBook
პოლიციამ ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსული არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1979 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.მ. ბრალდებულის სახით ქუთაისში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print