ახალი ამბები
 "ევროპული ქუთაისი 20 ივნისისთვის" - ქუთაისში აქცია გაიმართება
FaceBook
აქტივისტების ჯგუფი We Stand for U ქუთაისში აქციის გამართვას გეგმავს.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს 20 ივნისს, 15 საათზე, ცენტრალურ მოედანზე გასვლისა და საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

"შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ყველა იმ ღირებულების დასაცავად, რისთვისაც ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს და ერთმანეთის გვერდით დადგეს. 20 ივნისს, "გავრილოვის ღამეს" სახელმწიფო დაუპირისპირდა მოსახლეობას ძალადობრივი გზებით, რის მიმართაც წინააღმდეგობა დღემდე აუცილებლობას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული მომავალიც ამას ითხოვს ქართველი ხალხისგან.

ეროვნული ინტერესების დასაცავად საქართველოს, ევროკავშირისა და ყველა პარტნიორის სიმბოლიკებით გავერთიანდეთ ცოცხალი ჯაჭვით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 20 ივნისს, 15:00 საათზე",- წერია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციას მეორე მიზანიც აქვს.

"მნიშვნელოვანია ქუთაისის ხმა გავაგონოთ თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს და მოვუწოდოთ ხალხს შეუერთდნენ იქ დაანონსებული აქციას".

20 ივნისს, 20 საათზე, თბილისსა და სხვა ქალაქებში აქცია იგეგმება. აქციის მიზანი ევროპული არჩევანისადმი ქართველი ხალხის ერთგულებისა და ერთიანობის ჩვენებაა.
Print