ახალი ამბები
საქართველოში რუსეთიდან მარტში შემოსულ ვიზიტორთა ნაწილს ქვეყანა ჯერ არ დაუტოვებია
FaceBook
"2022 წლის მარტსა და აპრილში, რუსების, უკრაინელებისა და ბელორუსების საქართველოში შემოსვლების რაოდენობა, მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმავე პერიოდში ქვეყნიდან გასვლების რაოდენობას".


ამის შესახებ PMCG-ს (საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია) კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, განსხვავება განსაკუთრებით დიდია რუსების შემთხვევაში, რომლებსაც მოჰყვებიან უკრაინელები და ბელორუსები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყნებიდან შემოსულ მოგზაურთა მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყანა არ დაუტოვებია.

როგორც PMCG-ს კვლევაშია ნათქვამი, 2022 წლის მარტ-აპრილში რუსეთიდან შემოვიდა 93 900 მოქალაქე, ხოლო გავიდა - 56 100; უკრაინიდან შემომსვლელთა რაოდენობა იყო - 38 900, გამსვლელთა კი - 19 400; რაც შეეხება ბელარუსს, საანგარიშო პერიოდში ბელარუსიდან საქართველოში შემოვიდა 28 300 მოქალაქე და გავიდა 12 800 ადამიანი.
Print