ახალი ამბები
ოლაფ შოლცი პირობას დებს, რომ უკრაინას იარაღს დროულად მიაწვდის
FaceBook
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, გერმანულ სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში, უკრაინისთვის საბრძოლო მასალებით დახმარებაზე ისაუბრა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანული იარაღი, რომელსაც უკრაინა ითხოვს, ქვეყანაში დროულად ჩავა. ამასთანავე, იარაღის გამოყენებამდე წვრთნის ჩატარებაა საჭირო.

კითხვაზე, ჩავა თუ არა მძიმე შეიარაღება დროულად, დონბასში ცვლილებების მოხდენის მიზნით, შოლცმა უპასუხა: "დროულად ჩავა",
- წერს უკრაინული მედია.

შოლცმა ასევე თქვა, რომ გერმანია, აშშ და გაერთიანებულ სამეფო, უკრაინას მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემას მიაწვდის.

"ჩვენ მივაწვდით ანტიბალისტიკურ სისტემას, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს ოდესა ან კიევი. ასევე, გადავწყვიტეთ, რომ დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად, მიგვეწოდებინა მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა", - აღნიშნა შოლცმა.

უკრაინაში 115 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print