ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 115-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 33 350 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]

ტანკი – 1 465 ერთეული [+9]

ჯავშანტექნიკა – 3 573 ერთეული [+10]

საარტილერიო სისტემა – 739 ერთეული [+5]

MLRS – 233 ერთეული

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 98 ერთეული [+1]

თვითმფრინავი – 216 ერთეული [+1]

ვერტმფრენი – 180 ერთეული

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 594 ერთეული [+1]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 129 ერთეული

გემი/ნავი – 14 ერთეული [+1]

მანქანები და საწვავის ავზები – 2 513 ერთეული [+17]

სპეცტექნიკა – 55 ერთეული

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

205 თვითმფრინავი

131 ვერტმფრენი

1 233 უპილოტო საფრენი აპარატი

342 საზენიტო სარაკეტო სისტემა

3 587 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

539 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

2 013 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი

3 658 სპეციალური სამხედრო მანქანა

უკრაინაში 115 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print