ახალი ამბები
უკრაინული მხარის ცნობით, კიდევ ერთი რუსული სამაშველო გემი ჩაიძირა
FaceBook
ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, რუსულ საბუქსირო სამაშველო გემ „Спасатель Василий Бех“-ს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა.

წყლის ქვეშ აღმოჩნდა ბორტზე მდებარე TOR-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაც.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების ჩათვლით, ერთ დღეში 120-მდე საცეცხლე ამოცანა შეასრულეს და მტერს 2 საჰაერო დარტყმა მიაყენეს. მათივე ცნობით, მტრის დადასტურებული დანაკარგები შეადგენს: 57 ჯარისკაცსა და 18 ერთეულ აღჭურვილობას, მათ შორის: T-72 ტიპის ტანკს, Msta-B ტიპის ჰაუბიცას, სხვადასხვა ტიპის ჯავშანტექნიკას და საავტომობილო ტექნიკას. განადგურებულია მტრის საველე საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საცავი.

უკრაინაში 115 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print