ახალი ამბები
400-მდე სამუშაო ადგილი - ქუთაისში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში, სამუშაოს მაძიებელ პირებს 50-მდე მსხვილი კომპანია დასაქმებას სთავაზობს.
დასაქმების მსურველებს  სხვადასხვა კომპანია 400-მდე ვაკანტურ ადგილს სთავაზობს. 

ფორუმზე წარმოდგენილია სამუშაო ადგილები გაყიდვების, სადაზღვევო, ვაჭრობის, კვების წარმოების, სასტუმროსა  და სარესტორნო ინდუსტრიებიდან. 

"ფორუმი წარმოადგენს კარგ შესაძლებლობას ორივე მხარისთვის'', - აღნიშნა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა ნინო ლომთაურმა.

ფორუმზე მისული დასაქმების  მსურველების თქმით, მათ შესაძლებლობა აქვთ დამსაქმებელს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან.

"მე სასტუმროში დასაქმებაზე დავრეგისტრირდი, ვნახოთ რა იქნება'', - ამბობს  სამუშაოს მაძიებელი ნიკა გიორგაძე.

ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე სამთავრობო და არასამთავრობო, პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები იღებენ.

დასაქმების ფორუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება, რომელიც  16:00 საათაზე გაგრძელდება.
Print