ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 114-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 33 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]

ტანკი – 1 569 ერთეული [+7];

ჯავშანტექნიკა – 3 563 ერთეული [+18];

საარტილერიო სისტემა – 734 ერთეული [+5];

MLRS – 233 ერთეული [+0];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0];

თვითმფრინავი – 215 ერთეული [+2];

ვერტმფრენი – 180 ერთეული [+1];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 593 ერთეული [+2];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 129 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 13 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 496 ერთეული [+2];

სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+0];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

204 თვითმფრინავი;

131 ვერტმფრენი;

1 218 უპილოტო საფრენი აპარატი;

340 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 569 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

526 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 968 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი;

3 647 სპეციალური სამხედრო მანქანა
უკრაინაში 114 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print