ახალი ამბები
"უკრაინაში 4 481 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს'' - გაერო
FaceBook
უკრაინაში 4 500-ს უახლოვდება დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი.
ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისია ავრცელებს.

ოფისის მონაცემებით, უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დღიდან, 24 თებერვლიდან 15 ივნისის ჩათვლით, მოკლულია 4 481 სამოქალაქო პირი, მათ შორის 284 ბავშვი.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.

საომარი მოქმედებებისას უკრაინაში დაიჭრა 5 565 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან 462 ბავშვია.

უკრაინაში 114 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print