ახალი ამბები
ქუთაისში 17 ივნისს დასაქმების ფორუმი გაიმართება
FaceBook
17 ივნისს 14:00 საათზე  ქუთაისში სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება.
ფორუმის მიზანია იმერეთის რეგიონში არსებული ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა; სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება.
მათ შორის, რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულზე მოქმედი ორგანიზაციების ცნობადობის ამაღლება სააგენტოს საქმიანობის შესახებ, შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების, სექტორთა შორის თანამშრომლობის როლისა და დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა.

ფორუმში მონაწილეობას იმერეთის ტერიტორიაზე მოქმედი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 50-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მიიღებს.

დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა გაქვთ გაეცნოთ წამყვანი კომპანიების ვაკანსიებს და გაესაუბროთ პოტენციურ დამსაქმებლებს, რაც მყისიერი დასაქმების გარანტიაა.

ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე სამთავრობო და არასამთავრობო, პარტნიორი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები მიიღებენ.

დასაქმების ფორუმის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
Print