ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 113-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200];

ტანკი – 1 449 ერთეული [+9];

ჯავშანტექნიკა – 3 545 ერთეული [+17] ;

საარტილერიო სისტემა – 729 ერთეული [+7];

MLRS – 233 ერთეული [+3];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0];

თვითმფრინავი – 213 ერთეული [+0];

ვერტმფრენი – 179 ერთეული [+1];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 591 ერთეული [+0];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 129 ერთეული [+0];

გემი/ნავი – 13 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 494 ერთეული [+9];

სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+0];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემები ასეთია:

203 თვითმფრინავი;

131 ვერტმფრენი;

1 211 უპილოტო საფრენი აპარატი;

339 საზენიტო სარაკეტო სისტემა;

3 558 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;

524 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები;

1 958 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;

3 623 სპეციალური სამხედრო მანქანა;

უკრაინაში 113 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.


Print