ახალი ამბები
ნატო გეგმავს "პრაქტიკული დახმარება" აღმოუჩინოს საფრთხის ქვეშ მყოფ საქართველოს და სხვა ქვეყნებს
FaceBook
ნატოს თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, დღეს საღამოს 15 ივნისს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში უკრაინის, საქართველოს, შვედეთისა და ფინეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდებიან.

ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ეს შეხვედრა შესაძლებლობას მისცემს უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვის მოკავშირეებს მიაწოდოს ინფორმაცია იმაზე, რაც სასწრაფოდ ესაჭიროება უკრაინას.

„მოკავშირეები მზად არიან მიაწოდონ უკრაინას ტექნიკა, რომელიც აუცილებელია მისი გამარჯვებისთვის, მათ შორის მძიმე შეიარაღება და შორი რადიუსის მოქმედების სისტემები. ჩვენ ასევე განვიხილავთ პრაქტიკულ დახმარებას სხვა, საფრთხის წინაშე მდგარი პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა 15 ივნისს, ნატოს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

სტოლტენბერგმა ბრიფინგზე დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს სამიტზე ელოდებიან იმ ფორმატში, რომელშიც იგი უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

ოთხშაბათის შეხვედრაზე ალიანსის თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ასევე, კარს მომდგარი სამიტის დღის წესრიგზე. ნატოს სამიტი, რომელსაც სტოლტენბერგმა "ისტორიული და გარდამტეხი" უწოდა, 28-30 ივნისს მადრიდში გაიმართება.
Print