ახალი ამბები
წყალტუბოში საფეხბურთო ცენტრი აშენდება
FaceBook
წყალტუბოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭირო პროექტის შედგენაზე ტენდერი (NAT220011433) უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტისთვის ჯამში 4 000 000 ლარი დაიხარჯება, პირველ ეტაპზე კი, რაც მშენებლობის პროექტის შედგენას გულისხმობს, 1  859 746 ლარია გათვალისწინებული. პროექტის ფარგლებში, ადგილზე უნდა მოეწყოს ხელოვნურსაფარიანი მოედანი, გასახდელები და მაყურებელთა ტრიბუნა.

ელექტრონული შესყიდვის მთავარი პირობაა, რომ მშენებლობის პროექტიც და ამავე პროექტის მიხედვით სამშენებლო სამუშაოები ერთმა კომპანიამ შეასრულოს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტის შესადგენად 45 დღიანი ვადა აქვს, სამუშაოების განსახორციელებლად კი დრო 2023 წლის 15 მაისის ჩათვლით არის განსაზღვრული.
Print