ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის საბრძოლო დანაკარგები ომის 112-ე დღეს
FaceBook
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 ივნისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 32 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250]; 

ტანკი – 1 440 ერთეული [+6]; 

ჯავშანტექნიკა – 3 528 ერთეული [+25] ;

საარტილერიო სისტემა – 722 ერთეული [+1] ;

MLRS – 230 ერთეული [+1];

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0];

თვითმფრინავი – 213 ერთეული [+0];

ვერტმფრენი – 179 ერთეული [+0];

მანქანები და საწვავის ავზები – 2 485 ერთეული [+12];

გემი/ნავი – 13 ერთეული [+0];

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 591 ერთეული [+3];

სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+1];

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 129 ერთეული [+4];

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო, მონაცემები იცვლება.

უკრაინაში 112 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print