ახალი ამბები
"რუსეთს მაღალი ხარისხის იარაღის წარმოების პრობლემა ექნება'' - ბრიტანული დაზვერვა
FaceBook
რუსეთის სამხედრო ძალებმა ბოლო კვირების განმავლობაში, ხარკოვში მცირე ტერიტორიულ წინსვლას პირველად მიაღწიეს.
ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

დაზვერვის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნისთვის მაღალი ხარისხით იარაღის წარმოება,  სავარაუდოდ, პრობლემური იქნება.

"10 ივნისს რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომისიის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იწინასწარმეტყველა, რომ სახელმწიფო თავდაცვის ხარჯები 600-700 მილიარდი რუბლით (8,5-10 მილიარდი GBP) გაიზრდებოდა, რაც შეიძლება მიუახლოვდეს რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის 20%-იან ზრდას. რუსეთისთვის მაღალი ხარისხის მოწინავე იარაღის წარმოება, სავარაუდოდ, კვლავ პრობლემურია, რაც, დიდი ალბათობით, უკრაინაში გაფუჭებული აღჭურვილობის ჩანაცვლებას შეუძლებელს გახდის", - აღნიშნულია ბრიტანული დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრიტანული დაზვერვა ცნობებს ყოველდღიურად აქვეყნებს.

უკრაინაში 111 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.

Print