ახალი ამბები
ქუთაისის მერია საცოცი კედლის მოსაწყობად ნახევარ მილიონზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს
FaceBook
ქუთაისის მერია სპორტულ საცოც კედლს მოაწყობს, რისთვისაც  ნახევარ მილიონ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს.
კედლეზე ცოცვის სპორტული ინფრასტრუქტურა კუპრაძის ქუჩაზე მოეწყობა. სამუშაოების დასაწყებად კი,   მერიამ 67 464 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი (NAT220011131) უკვე გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადების მიღება 25 ივნისს დაიწყება და ხუთ დღეში დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ წელს.

საცოცი კედლის მოსაწყობ თანხას ადგილობრივი თვითმმართველობა რეგიონების განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში მიიღებს.
Print