ახალი ამბები
გერმანია უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას გადასცემს
FaceBook
გერმანია უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს.
ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე განმარტებით, უკრაინა გერმანიისგან არტილერიის აღმოსაჩენ რადარსაც მიიღებს.

"აშკარაა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით იარაღი სჭირდება. ამ კრიტიკულ ფაზაში, ჩვენ მხარდაჭერას მნიშვნელოვნად გავზრდით: გერმანია უკრაინას უახლეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მივაწვდით", -
განაცხადა შოლცმა.

აქამდე, გერმანიამ უკრაინას 15 მილიონზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა, 100 000 ხელყუმბარა და 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გადასცა.
უკრაინაში 111 დღეა ომია.

რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
Print